ირაკლი შიოლაშვილის ოჯახმა თანამდებობებზე ყოფნისას 289 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა

765

ირაკლი შიოლაშვილის ოჯახმა 289 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობისა და მაჟორიტარობის პერიოდში, –  ინფორმაციას “ფეისბუქზე” ორგანიზაცია “ფლაგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი შიოლაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდანაა, რომლის პრემიერობის დროსაც იგი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა;

მანამდე ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგებელი იყო და ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით, – ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

შიოლაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.

ფლანგვის დეტექტორმა ე.წ აჯანყებული დეპუტატების შესახებ ინფორმაციული კამპანია მას შემდეგ წამოიწყო, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო, ამის მიზეზად კი პარტიის შიდა დემოკრატიული პროცესები და დეპუტატთა ნაწილის წინააღმდეგობა დაასახელა.

https://www.facebook.com/moneywastedetector/posts/2504768426465259