ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15-მაისამდე უფასოდ მიიღებს თვეში 700 მ3-ის ბუნებრივ აირს

1106

ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში, (სეთურნიზაქათკარიჯაღმიანიბედონიბენიან-ბეგონიიუხომუდურუწკერეციხიანისვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, პირველი დეკემბრიდან 15 მაისამდე, თვეში 700 მ3-ის ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს.

მოსახლეობას ასევე შესაძლებლობა აქვს, მიმდინარე თვეში გამოუყენებელი საშეღავათო ბუნებრივი აირი მომდევნო თვეში გამოიყენოს. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, შეღავათით მოსარგებლე აბონენტების, სააღრიცხვო ბარათებზე, ყოველი თვის დასაწყისში, შეღავათის შესაბამისი ლიმიტი ასახოს.

გამოყენებული ბუნებრივი აირის თანხას, გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აანაზღაურებს. 2020 წლის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ გამოყენებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებისთვის, 8 მილიონი ლარია გაწერილი. უკვე რამდენიმე წელია, ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, ბუნებრივი აირის გამოყენებისას შეღავათებით სარგებლობს.