ეს არის „ნაცმედიის“ პროპაგანდა და სიცრუე, - ასე პასუხობს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ბაღების დირექტორებს მმართველი პარტია კონკრეტული რაოდენობის ადამიანების მიყვანას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გათავისუფლებით ემუქრებიან. როგორც კალაძე აცხადებს, მმართველი პარტია მისი მხარდამჭერების რაოდენობის დემონსტრირებას არ ცდილობს. „15 ადამიანი ბაღში საერთოდ არ მუშაობს, რეებზე მელაპარაკებით?! მიზანმიმართული სიცრუეა, თითქოს 14...
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფელ არგვეთაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი კორპუსი უახლესი სტანდარტებით იქნება აღჭურვილი. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. „ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებს, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. არგვეთის საჯარო სკოლის ძველ კორპუსში სასწავლო პროცესი უკვე მეორე წელია აღარ მიმდინარეობს....
სტატიის გაგრძელება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში შეთანხმება შედგა. საუბარია დიმიტრი ხუნდაძესა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებზე, რამაც მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შეთანხმების თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატები 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით თავისივე ინიციატივაზე უარს იტყვიან, სანაცვლოდ კი მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებამდე მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც თუ 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ე.წ. რიყის დოქების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა რამდენჯერმე ბიზნესთან შეხვედრა და შეთავაზება გააკეთა, რომ ამ ფართს გადასცემდა, რათა დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა. „როდესაც ნახეს, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველამ უარი განაცხადა. დასრულებით სამუშაოებს დაახლოებით სჭირდება 18,20 მილიონი. შესაბამისად, ბიზნესისთვის რთულია ასეთი პროექტების...
ზუგდიდში დადიანების მუზეუმის მთავარ შესასვლელთან, ისტორიული, 600 წლოვანი ცაცხვის ხის ძირას სამართლის ძეგლის - "ქვატახტის" კომპოზიციის მოწყობის ესკიზის და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი უნდა მოიცავდეს კომპოზიციის მოწყობასთან (ტრიადა - ქვის ფილა, მარმარილოს ტახტი და ცაცხვის ხე) ერთად, აბრის გაკეთებას, დამცავი ზონის შექმნას და მის კეთილმოწყობას, ძეგლთან მისასვლელი ბილიკის მოწყობას, მინათების მოწყობას, შშმ...
video
სტატიის გაგრძელება 12 დეკემბერს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს, ამ ფარსში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის დადგმული სპექტაკლი. საკითხების გამოტანა ისეთი ფორმით ხდება, რომ შინაარსობრივად არ არის ღრმა. არ გვაძლევენ სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას. წინა ორ სხდომაზეც ბოიკოტი გვქონდა გამოცხადებული, თუმცა ეს არსად გაჟღერებულა“, – განაცხადა სხდომის დაწყებამდე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“...
ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ თბილისის მერს, კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.  მოსახლეობა „ანას ბაღში“ მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მერიის მიერ გაცემული ნებართვა უნდა გაუქმდეს. როგორც აქციის მონაწილეებს კალაძემ განუცხადა, მოსახლეობას გამწვანებული სივრცე ექნება და „ანას ბაღში“ უკანონო მშენებლობა არ განხორციელდება. მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა კალაძე ადგილზე მისულიყო, პასუხად კი მან ისინი მერიაში დაიბარა. მოსახლეობა ადგილზე ტრანსფარანტებით...
თბილისში არსებული 11 000 ლიფტიდან სერტიფიცირებულია მხოლოდ - 5 500. აღნიშნული სტატისტიკა BM.GE-ის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მიაწოდა. როგორც ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამართველოს უფრო დავით დუმბაძე ამბობს, ყველაზე მეტი არაინსპექტირებული ლიფტი ძველ კორპუსებშია. მისი თქმით, ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში ამხანაგობები კანონის ძალით 500 ლარით ჯარიმდებიან, ხოლო მათი ლიფტი ილუქება, თუმცა ეს მათ ვერ აჩერებს და ისინი საკუთარი ძალებით ლიფტის ძრავს ხელახლა...
პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ადმინისტრაციული სახდელისგან ოფიციალურად გათავისუფლდნენ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და შესაბამისად, ძალაში შევიდა. ადმინისტრაციული სახდელისგან ის მძღოლები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და სწორედ ამ მიზეზით, 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ. ჯარიმის გადახდა 700-მდე მძღოლს აღარ მოუწევს.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის თქმით, ე.წ. პროცესზე ადვოკატი ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. „ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ადვოკატთან, რომელიც ოჯახის თხოვნით ავიყვანეთ. მან რამდენჯერმე მოინახულა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში. მისი ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული პროცესი ე.წ. სასამართლოში. ეს არის პირველი სასამართლო სხდომა....
კახეთში, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ ახალი პროექტი - “ციფრული მუზეუმი” - წამოიწყო. ამის შესახებ Bm.ge-თან გურჯაანის მუზეუმების კურატორმა, ეკა ბეროშვილმა, ისაუბრა. ბეროშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელება 4 დეკემბერს დაიწყო და ის 2 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ექსპონატების გაციფრულებას გულისხმობს. მუზეუმების კურატორის თქმით, ამ ეტაპზე გურჯაანში მოქმედ ხუთივე მუზეუმში ერთად 55 ექსპონატი გააციფრულეს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს საბოლოო რიცხვი არ არის. პროექტის...
ქართული გასტრონომიული კულტურა, გასტრონომიული ტურიზმი, გასტრონომიული სუვენირების ბაზრის განვითარება და საქართველო - მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლის შესახებაც აჭარაში მოქმედ გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგისას ისინი აჭარული კერძების მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ, სადაც ტურისტისთვის კერძის შეთავაზებასა და პრეზენტაციაზე გაკეთდა აქცენტი. მათივე ინფორმაციით, ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გარდა გასტრონომიისა, ბათუმი კინოში, ბათუმის ცნობილ...
ზუგდიდში გზებზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქის 30-მდე ქუჩაზე ასფალტის საფარი სრულად არის აღდგენილი. ცნობისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და მშენებლობისთვის მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 14 084 824 ლარი, ხოლო სამუშაოების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 386 645 ათასი ლარი გამოიყო.
14-15 დეკემბერს წყალტუბოს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის 2 წევრი - UNESCO პროექტის "ევროპის დიდებული სპა-კურორტები" გენერალური მდივანი პოლ სიმონსი და ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი "Crecente Asociados“ დამფუძნებელი და დირექტორი მარიო სკესენტე ეწვევა. ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორიატის წევრებს ხვალ, 17:00 საათზე, ქუთაისში, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO Imereti) ოფისში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წელს 2019 წლისაგან განსხვავებით 18 ტონით ნაკლებ საწვავს გამოიყენებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. როგორც საკრებულოს სხდომაზე მარნეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია საწვავის მოხმარებას შეეხებოდა, მარნეულის საკრებულომ საწვავის მოხმარების ლიმიტი შეამცირა. აღსანიშნავია, რომ საწვავის მოხმარების ლიმიტის შემცირება მხოლოდ საკრებულოს შეეხება, მერიაში კი იგივე დარჩება. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის...
ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გადამზადდებიან. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მათ ტრენინგები ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. შპს "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" ერთი საქმიანობის ანგარიშის მოსმენაზე მან აღნიშნა, რომ მთავარი მოთხოვნაა, მძღოლები ყურადღებიანები იყვნენ, განსაკუთრებით კი შშმ პირების მიმართ. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უკვე არის გარკვეული შემოთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან. მერიის მიერ შეძენილი ავტობუსები შშმ პირებისთვისაც არის ადაპტირებული. ამასთან, დაგეგმილია მძღოლებისთვის უნიფორმების შეკერვა. შპს-ს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ