პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ადმინისტრაციული სახდელისგან ოფიციალურად გათავისუფლდნენ.
პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და შესაბამისად, ძალაში შევიდა.
ადმინისტრაციული სახდელისგან ის მძღოლები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და სწორედ ამ მიზეზით, 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ. ჯარიმის გადახდა 700-მდე მძღოლს აღარ მოუწევს.