ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ თბილისის მერს, კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
მოსახლეობა „ანას ბაღში“ მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მერიის მიერ გაცემული ნებართვა უნდა გაუქმდეს.
როგორც აქციის მონაწილეებს კალაძემ განუცხადა, მოსახლეობას გამწვანებული სივრცე ექნება და „ანას ბაღში“ უკანონო მშენებლობა არ განხორციელდება. მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა კალაძე ადგილზე მისულიყო, პასუხად კი მან ისინი მერიაში დაიბარა.
მოსახლეობა ადგილზე ტრანსფარანტებით იყო მისული.