ზუგდიდში დადიანების მუზეუმის მთავარ შესასვლელთან, ისტორიული, 600 წლოვანი ცაცხვის ხის ძირას სამართლის ძეგლის – “ქვატახტის” კომპოზიციის მოწყობის ესკიზის და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი უნდა მოიცავდეს კომპოზიციის მოწყობასთან (ტრიადა – ქვის ფილა, მარმარილოს ტახტი და ცაცხვის ხე) ერთად, აბრის გაკეთებას, დამცავი ზონის შექმნას და მის კეთილმოწყობას, ძეგლთან მისასვლელი ბილიკის მოწყობას, მინათების მოწყობას, შშმ პირთათვის ადაპტირებას.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 500 ლარია.
მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში.
“ქვატახტის” შესახებ კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდელმა ისტორისკოსმა შარშან მაისში გამართა.
უძველეს ხესთან ქვა-ტახტის დადგმის იდეა ციცო შენგელაიას ეკუთვნის. მკვლევარის ვერსიით, ქვა, რომელიც მე-17 საუკუნიდან ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს, ე.წ “ქვა ტახტს” წარმოადგენდა, იდგა დადიანების სასახლის ეზოში, ცაცხვის ხის ქვეშ, სადაც ხორციელდებოდა მართლმსაჯულება. ამ ინიციატივით, მან ადგილობრვ ხელისუფლებას 2017 წელს მიმართა.