კალაძე: „რიყის დოქების“ 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს ამბობენ

1501

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ე.წ. რიყის დოქების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა რამდენჯერმე ბიზნესთან შეხვედრა და შეთავაზება გააკეთა, რომ ამ ფართს გადასცემდა, რათა დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა.

„როდესაც ნახეს, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველამ უარი განაცხადა. დასრულებით სამუშაოებს დაახლოებით სჭირდება 18,20 მილიონი. შესაბამისად, ბიზნესისთვის რთულია ასეთი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არის ამ შენობის უფუნქციობა.

„რაც არ უნდა გაწმინდო, თუ ის ფუნქციური არის, ყოველთვის ცუდად გამოიყურება.  გაწმენდითი სამუშაოების ყოველთვის არ ტარდება. შიგნით არის ოთხ სართულიანი შენობა ნაგებობა, რომელიც არის დაუმთავრებელი. ძალიან დიდი სიბინძურეა, შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანად მიდგომა, პრობლემის მოგვარება, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.