წინა სტატია სტატიის გაგრძელება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ფარცვანია აცხადებს, რომ ფოთში თევზის გადამამუშავებელი ქარხნის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეთანხმება შედგა. მისივე თქმით, ხელისუფლებას სამდღიანი ვადა აქვს, ვითარების გარკვევისთვის, მანამდე კი  ყველა თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას შეაჩერებს. ,,შედგა კომუნიკაცია ქარხნის დირექტორებთან, ისინი თანახმა არიან შეაჩერონ მუშაობა, იქამდე, ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. თავის მხრივ, ის გუნდი, რომელიც ამ საკითხზე არის...
2019 წელს ჩვენ ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი და ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება, ხოლო მომავალი წელი იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელიწადი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საუბრისას განაცხადა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 43%-ით გაიზარდა აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. "აჭარის...
სტატიის გაგრძელება მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა, რომ შეხვდეს აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას და გზის საფარის ხელახლა გაკეთება დაავალოს. კალაძის განცხადებით, კომპანია საგზაო სამუშაოებს ხელახლა, საკუთარი ხარჯებით ჩაატარებს. „მინდა, შევეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქ რამდენიმე...
დედაქალაქის საკრებულო თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებლად ემზადება. ბიუჯეტის პროექტს 27 დეკემბერს თბილისის მერი კახა კალაძე წარადგენს. ამის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია იმედმა მოამზადა.  მომავალ წელს დედაქალაქისთვის 1,3 მილიარდი ლარი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დაიხარჯება. თბილისის საკრებულო კვირის ბოლოს იმ დოკუმენტს დაამტკიცებს, რომლითაც თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები სოციალური და ჯანდაცვის პროექტები...
სტატიის გაგრძელება შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი. მათივე ცნობით, ხილვადობის აღდგენისთანავე, ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზარდება 200 მეხანძრე-მაშველამდე. ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება 25 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, სატრანსპორტო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "კერძოდ, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით გამავალი გვირაბი დაიკეტება. შესაბამისად, თაბუკაშვილის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ისარგებლებს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული პანდუსით და მოხვდება რუსთაველის გამზირზე. 18:00 საათიდან კი აღნიშნული გვირაბი ორივე მიმართულებიდან...
სტატიის გაგრძელება დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან იწყება და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე. საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და განრიგს თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, 25 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ზღაპრული მატარებლით დროში ვიმოგზაურებთ. ყველასათვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს ცნობილი არტისტები გააცოცხლებენ. ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ფოთში ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, ეს პრობლემა წლებია აწუხებთ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. აქციის მონაწილეებმა, მერიიდან ქალაქის გასასვლელამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. "ჩვენ ვითხოვთ მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას. მოვახდენთ ქარხნების პიკეტირებას და გადავკეტავთ ცენტრალურ საავტომობილო გზას. პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს, სამუდამოდ უნდა...
ავტორი: ანი გუგეშაშვილი თუ წლის შემაჯამებელ, ან ყველაზე მასშტაბურ დღესასწაულზე ვფიქრობთ, პირველი, ალბათ, ყველას ახალი წელი გვახსენდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულს სილამაზესთან და სიკეთესთან ვაიგივებთ, საახალწლო ღამის მომხიბვლელობას კი უკეთესობის იმედს, მშვიდობას, სიყვარულსა და ურთიერთგაგებას ვუკავშირებთ. ევროპის ქვეყნებში ახალი წლის აღნიშვნას საშობაო დღესასწაული უსწრებს და ამიტომ სადღესასწაულო სამზადისი დეკემბრის დასაწყისიდან იწყება. ახალი წლის ღამეს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ და მისი...
წინა სტატია დაუმსახურებელ აგრესიას და შეურაცხყოფას არ ვაპატიებ მითუმეტეს ისეთ ძალით “მამაც” და სარკეში ნამეცადინებ ჯამბაზს, როგორიც ხაბეიშვილია, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, დღეს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მასსა და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, საკრებულო არ არის შეხლა-შემოხლის და ფიზიკური...
25 დეკემბერს, ბაშის სატრანსპორტო კვანძზე, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძზე, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა კვანძის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში. რის გამოც, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ფოთში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოსახლეობა ქალაქში თევზის სუნს აპროტესტებს, ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება პოლიციამ განმუხტა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აქციის მონაწილეებთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ისინი ქალაქის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ითხოვენ შეხვედრას. "მერამდენე წელია ვიწამლებით, გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება. ყოველ ქაფშიის სეზონზე გვპირდებით პრობლემის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. დღეს იცოდნენ, რომ აქცია იყო დაგეგმილი და შეგნებულად მუშაობა შეაჩერეს“, -...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დღეიდან ბუნებრივი აირი იქნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გაზიფიცირების ცერემონიას "სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მიხეილ შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან და ბუნებრივ აირს სიმბოლურად ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში აანთებენ. ცნობისთვის, ხიდისთავის მოსახლეობას ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდებოდა.
გორში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე გაიმართა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიც მივიდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ხმაური ჯერ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარესა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ლომჭაბუკის სკვერისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას, შემდეგ კი ფრაქცია "ძლიერი გორის“ სახელფასო ზრდასთან დაკავშირებულ შენიშვნას მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარემ ხმაურს პოლიტიკური ვნებებისგან დაცლა უწოდა და ოპოზიციას პოლიტიკური კულტურის სწავლისკენ მოუწოდა. მერის განმარტებით კი...
სტატიის გაგრძელება ფოთში მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა სავალი გზა გადაკეტეს. მათი თქმით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. დემონსტრანტები ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა მოქმედების ვადაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე...
წინა სტატია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს კომპლექსური განვითარების მიზნით, ქალაქთმშენებლობითი გეგმები შემუშავდება. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული  გეგმები აუცილებელია კურორტის ქაოტური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, მისი იერ-სახის შენარჩუნება-გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ამის შედეგად ქალაქი ინვესტორებისათვის უფრო საინტერესო და  ტურისტულად მიმზიდველი გახდება. დოკუმენტაციის შემუშავებას უზრუნველსაყოფად, 23 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადების მიღება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ