25 დეკემბერს ბაშის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა შეიზღუდება

595

25 დეკემბერს, ბაშის სატრანსპორტო კვანძზე, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძზე, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა კვანძის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში. რის გამოც, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.