ფოთში თევზის სუნს აპროტესტებენ

1293

სტატიის გაგრძელება

ფოთში მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა სავალი გზა გადაკეტეს. მათი თქმით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება.

დემონსტრანტები ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა მოქმედების ვადაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

თავის მხრივ, ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი.

გრძელდება საპროტესტო აქცია ფოთის მერიასთან

Posted by მეცხრე ტალღა on სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2019