გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დღეიდან ბუნებრივი აირი იქნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გაზიფიცირების ცერემონიას “სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მიხეილ შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან და ბუნებრივ აირს სიმბოლურად ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში აანთებენ.
ცნობისთვის, ხიდისთავის მოსახლეობას ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდებოდა.