დოხტურიშვილი: “დაუმსახურებელ აგრესიას და შეურაცხყოფას არ ვაპატიებ მითუმეტეს ისეთ ძალით “მამაც” და სარკეში ნამეცადინებ ჯამბაზს, როგორიც ხაბეიშვილია“

1358

წინა სტატია

დაუმსახურებელ აგრესიას და შეურაცხყოფას არ ვაპატიებ მითუმეტეს ისეთ ძალით “მამაც” და სარკეში ნამეცადინებ ჯამბაზს, როგორიც ხაბეიშვილია, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, დღეს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მასსა დანაციონალური მოძრაობისწევრ ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, საკრებულო არ არის შეხლა-შემოხლის და ფიზიკური დაპირისპირების ადგილი, თუმცა არც სიტყვიერი შეურაცხყოფების და აგრესიული შოუების ადგილია.

ერეკლე კუხიანიძის, როგორც საკრებულოს წევრის მანდატის დატოვების სამართლებრივი გზა, გარდა პირადი განცხადებისა, არ არსებობს. თუ გამოიგონებს ხაბეიშვილი, გამოიგონოს, მისი ნებაა, მაგრამ მანამდე გავიდნენ და სადაც უნდათ იქ არჩიონ ერთმანეთში საქმეები, რადგან ამ ჯამბაზს სხდომების ჩაშლის, ჩვენი და ჩვენი თანაგუნდელების შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ და ყველა შეურაცხყოფაზე შესაბამის პასუხს მიიღებს,”- დასძინა გიორგი დოხტურიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.