სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე: ფოთში თევზის ქარხნები მუშაობას დროებით შეაჩერებენ

789

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ფარცვანია აცხადებს, რომ ფოთში თევზის გადამამუშავებელი ქარხნის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეთანხმება შედგა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სამდღიანი ვადა აქვს, ვითარების გარკვევისთვის, მანამდე კი  ყველა თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას შეაჩერებს.

,,შედგა კომუნიკაცია ქარხნის დირექტორებთან, ისინი თანახმა არიან შეაჩერონ მუშაობა, იქამდე, ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. თავის მხრივ, ის გუნდი, რომელიც ამ საკითხზე არის შესაბამისი უფლებების მქონე, ხვალ ეწვევა ფოთს, შეხვდება ამ ადამიანებს და ამის შემდეგ შეთანხმდებიან შედეგებზე, თუ რა ბედი ელის ფოთის თევზის სუნის თემას. თუმცა, ყველა მაქსიმალურად, ფოთელი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“,- განაცხადა  დავით ფარცვანიამ.

შეგახსენებთ, ფოთის მოსახლეობამ ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.