ბათუმი-ხულო-გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გზის მშენებლობა 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებლობა არც კი დაწყებულა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა ბათუმში, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. რეზო ხარაზი დოკუმენტაციის გასაჯაროებას და სამუშაოების დროულ დაწყებას მოითხოვს. "ბიძინა ივანიშვილი ყველა რესურსს აბასთუმანი-ბაღდათის გზის მშენებლობისთვის მიმართავს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის შესახებ ყველა ინფორმაცია გასაიდუმლოებული...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ვარკეთილში, „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ისინი დაშლას არ აპირებენ და სამშენებლო ტექნიკას „ანას ბაღთან" მისვლის საშუალებას არ მისცემენ. „ჩვენ აქ ვიქნებით და არ დავიშლებით. სამშენებლო ტექნიკას ბაღთან მისვლის საშუალებას არ მივცემთ. თუ გადაგვივლიან, კი ბატონო", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ანა ქართველიშვილმა. ცნობისთვის, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ვარკეთილში, „ანას ბაღის” დასაცავად გამართულ აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. შსს-ს განმარტებით, დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. „ანას ბაღის” გადარჩენის შესახებ შექმნილ Facebook გვერდზე წერია, რომ კერძო დაცვის 50-მდე თანამშრომელმა „ანას ბაღის” მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის შესასვლელიდან ძალით გაიყავანა თეთრი მიკროავტობუსი და სამშენებლო ტრაქტორს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცა. ადგილზე შეკრებილებმა ამ პროცესისთვის ხელის შეშლა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება...
პარტია "თავისუფალი საქართველო" აცხადებს, რომ ქუთაისის მერიაში საწვავის ხარჯები გაზრდილია. პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელთან გამართა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, ამის ფონზე კი მერია 11 თვეში 200 000 ლარის საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს. გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, დაინტერესდეს, ქალაქებში არსებული პრობლემებით. "სპეციალურად გავმართე აქ ბრიფინგი, რადგან მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები და ამის ფონზე,...
სტატიის გაგრძელება ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10- სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, ვინც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ფიზიკური დაპირისპირებაში ჩაერთო პოლიცია და ცოცხალი ჯაჭვით ცდილობნენ ვითარების განმუხტვას. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10-...
შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში" საპასუხისმგებლო პოსტზე ნუგზარ ხუციბერიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში პასუხობენ. მერიის განცხადებით, შპს-ს ხელმძღვანელად გიორგი გიორგობიანი დაინიშნა და კადრების შერჩევა მისი პრეროგატივაა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ქუთაისს, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად ეყოლება მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი, განახლებული ავტოპარკით. ამ მიზნით შეიქმნა შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია”, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი გიორგობიანი. შპს-ში კადრების შერჩევაც მისი პრეროგატივაა"- აცხადებენ...
წყალტუბოში საწურბლიას მღვიმე, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობა სამი წლის წინ დაიწყო,  ამ დრომდე არ გახსნილა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. ტურისტული ობიექტი კეთილმოწყობილია, თუმცა დაცული ტერიტორიების სააგენტო დღემდე ეძებს ინვესტორს, რომელიც საწურბლიას გამაჯანსაღებელი მიმართულებით მართავს. "ველოდებით საინვესტიციო ჯგუფის გამოჩენას, რომლის შემდეგაც საწურბლია ხელმიწავდომი იქნება ვიზიტორებისთვის", - ამბობსს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნიკო თევდორაშვილი. სააგენტოში განარტავენ, რომ მღვიმე იჯარის წესით აუციონზე უნდა გაიყიდოს. საწურბლიას მღვიმე პირველი...
სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციას 2019 წლის განმავლობაში 989 დევნილმა სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებისთვის მიმართა, - ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ავრცელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. უწყების ცნობით, ერთჯერადი დახმარება სხვადასხვა კატეგორიას გაეწია. მათ შორისაა სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევები. 471 პაციენტმა ისარგებლა ამ მომსახურებით საქართველოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, რისთვისაც 77 421 ლარი დაიხარჯა. ქირურგიული ჩარევა (ადმინისტრაციის მიერ 25% თანადაფინანსებით)...
ახალი ავტობუსებისთვის ავტოსადგური კომბინატის ტერიტორიაზე მოეწყობა, -  განაცხადეს გორის მერიაში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც მერიაში ამბობენ, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეძენილი ახალი ავტობუსები მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ გადაუცათ. "ჯერჯერობით არ გადმოგვცემია ახალი ავტობუსები. ველოდებით კანონმდებლობის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, გორს მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება მიენიჭება. თებერვლისთვის ველოდებით ავტობუსების გადმოცემას. ასევე უნდა მოეწყოს ახალი ავტოსადგური, რომელიც კომბინატის დასახლებაში, იმ ტერიტორიასთან ახლოს იქნება, სადაც...
video
თელავში წყლის პრობლემის მოგვარებას და გრაფიკის გაუმჯობესებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ, თუმცა მის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მათი განმარტებით, წყალი ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მოდის, რაც არასაკმარისია, რადგან საჭირო მარაგის აღებას ვერ ახერხებენ. "ძალიან ცუდ დღეში ვართ. წლებია უწყლოდ ვართ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე არ ვიცით. ვითხოვთ შესაბამისი სამსახურები ამ საკითხით დაინტერესდნენ და პრობლემის...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რამდენიმე ადგილი ვაკანტურია. მუნიციპალიტეტის მერია თავისუფალ ადგილებზე კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ვაკანსიას აცხადებს შემდეგ პოზიციებზე: 1."საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორის მოადგილე; 2. ახალქალაქის #2 საბავშვო ბაღში ქართული ენის მასწავლებელი; 3. ახალქალაქის #3 საბავშვო ბაღში ქართული ენის მასწავლებელი; 4. სოფელ დილისკის საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწე; 5. სოფელ კულიკამის საბავშვო ბაღში სპეციალური მასწავლებელი და ქართული ენის მასწავლებელი; 6. სოფელ ბარალეთის...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მათივე თცნობი, "სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, "არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“. "თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ამჟამინდელ მთავრობასა და ოპოზიციას წავიდნენ კომპრომისზე და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადეს ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურში. სოხუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლა არ ყოფილა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "მე აქ ადგილზე ვარ. არც ერთხელ გამიგია სროლის ხმა“,- აცხადებს რაულ სმირი. მისივე განცხადებით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვას ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და „მთავრობის“ მომხრეებს შორის. "ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. ჩვენი საქმეა, არ მოხდეს დაპირისპირება, არ დავუშვათ სისხლისღვრა“,- აცხადებს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საერთო კონსენსუსის მიღწევის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ხაჯიმბამ მხარეებს ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა. სააგენტო "აფსნიპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან ე.წ. პარლამენტის მიმართვაზე საპასუხოდ გაავრცელა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "პარლამენტში მიღებულმა მიმართვამ, შესაძლოა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია გაართულოს და შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და...
წინა სტატია სტატიის გაგარძელება ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას იმედინიუსი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. დადგენილებას, რომლითაც დეფაქტო პარლამენტის წევრები რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებენ, ხმა დეფაქტო პარლამენტის 19-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგ 4 გამოვიდა, ერთმა კი თავი შეიკავა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ