შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში” საპასუხისმგებლო პოსტზე ნუგზარ ხუციბერიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში პასუხობენ. მერიის განცხადებით, შპს-ს ხელმძღვანელად გიორგი გიორგობიანი დაინიშნა და კადრების შერჩევა მისი პრეროგატივაა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
“ქუთაისს, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად ეყოლება მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი, განახლებული ავტოპარკით. ამ მიზნით შეიქმნა შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია”, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი გიორგობიანი. შპს-ში კადრების შერჩევაც მისი პრეროგატივაა”- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების სკანდალური წევრის ნუგზარ ხუციბერიძის სატრანსპორტო კომპანიის უფროსის მოადგილის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ხუციბერიძე ქუთაისის მერიიდან 20 ივნისის შემდეგ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი პოსტების გამო ქუთაისის მერმა