გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერასა და ქესალოში, შიდა გზების რეაბილიტაციაზე 2 002 210 ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 24 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება. მერიის ინფორმაციით, გზების სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება სოფელ ფოლანდაანთკარშიც. აქ სატენდერო წინადადებების მიღება 26 იანვარს იწყება და 31 იანვარს სრულდება. "აღნიშნულზე სამშენებლო ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სამუშაოების ჯამური ღირებულება 885 497 ლარია", - ამბობენ მერიაში. როგორც მერიაში განმარტავენ,...
გორში ველობილიკების მოსაწყობად 83 000 ლარი გამოიყო. ევროკავშირის დაფინანსებით, სამუშაოები, ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. ველო ბილიკის მთლიანი სიგრძე 4 615 მეტრ იქნება. ორმხრივი ველობილიკის დასაშვები სიგანე შეადგენს 2.4 მეტრს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  "ველო ბილიკის მხოლოდ რამოდენიმე მონაკვეთზე ხდება ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, გზის და ტროტუარის საფარი იღებება სპეციალური საგზაო მონიშვნის საღებავით. აგრეთვე გამოყენებული გვაქვს, დატვირთულ...
ქალაქ ფოთში აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს: არსებულ სანიაღვრე არხებს შორის 2 კამერიანი სარეგულაციო რეზერვუარის მოწყობას, რომლის პირველ კამერას ექნება სალექარის ფუნქციები; არსებული სანიაღვრე არხებიდან სარეგულაციო რეზერვუარამდე მიმყვანი არხების მოწყობას; ავანკამერის მოწყობას ჩაძირული ტუმბოებისათვის; არსებული სატუმბი სადგურის შენობის რეკონსტრუქციას მასში მართვის პულტის მოწყობის მიზნით; ზღვის ტალღებისგან ტერიტორიის დამცავი შპუნტოვანი კედლის მოწყობას;...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების წინსოფელისა და ჭილოვანის, მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი  ავრცელებს. ფონდი 6 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას 2020 წლის თებერვალში დაასრულებს. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და წყალამრიდი მილები. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ჭირდა...
მთავრობამ თბილისთან და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კონცეფცია მოიწონა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის განხორციელებას გეგმავს. საუბარია 108 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე. შედარებისთვის, გორთან მოქმედი ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია. „საქართველოს კაპიტალის“ ცნობით, უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს შეთანხმება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ელექტროსადგურების მშენებლობა კი, არსებული გეგმით, 2022 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.
წყალმომარაგების კომპანია აბაშაში წყლის სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია. ქსელის დაზიანების გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის...
კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეიდან იხსნება. „სრიალის მოყვარულებს გიმასპინძლებთ გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები, 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, არაჩვეულებრივი სასრიალო ტრასები და გოდერძის ულამაზესი ბუნება“, – ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში. კურორტის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00 საათი, შაბათი-კვირა 10:00-17:00 საათი. კურორტის სტუმრებს შეეძლებათ, სასრიალო გზებით „ზანკა1“, „იალა1“, „იალა2“ ისარგებლონ. სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ქალაქ თბილისიდან 252 კილომეტრის, ხოლო ქალაქ ბათუმიდან 109 კილომეტრის...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. რიგით 75-ე ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორის მოადგილე ვერნერ ტუტმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელმა, თინათინ ტყეშელაშვილმა. საზოგადოებრივი ცენტრი ჭრებალოსა და მიმდებარე სოფლების − ხვანჭკარას, ქვიშარის, ჭყვიშის, ჟოშხას, გენდუშის, პირველი და მეორე ტოლას 3000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა...
ნაძალადევის რაიონში 9 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო და 34 მისამართზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, გამგეობის ცნობით, ფიტნეს ზონები ზღვის უბნის მე-10 კვ. N36ა კორპუსის მიმდებარედ; ზღვის უბნის მე-10 კვ. N32 კორპუსის მიმდებარედ; ზღვის უბნის მე-4 კვ. N7 კორპუსთან; ზღვის უბნის მე-3 მ.რ მე-4 კვ. N56 კორპუსის მიმდებარედ; ზღვის უბნის მე-2ა მ.რ N225 კორპუსის მიმდებარედ; ცინცაძის ქუჩა N94-თან; ფილიას ქუჩა N10-ის...
ვარციხეში, ანანოვების ყოფილი სასახლე აუქციონზე გაიყიდა და იქ ტურისტული კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც ინვესტორი 4 000 000 ლარზე მეტს დახარჯავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ინვესტ ჯგუფს“ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა. „პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში...
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე, სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყო. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ რეკრეაციული ზონის ფართობი 4 500 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაირგო ნერგები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა. ახალი დასასვენებელი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან...
15 იანვარს, ზუგდიდში სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის ტექნო-პარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს. სტრატეგია/სამოქმედო გეგმა შემუშავებულია მოწვეული ექსპერტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამონაწილეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ტურიზმის მიმართულების გუნდის აქტიური ჩართულობით. „„სამეგრელოს ტურიზმის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ სიმაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. თელავის მერი რამდენიმე დღის წინ მკვლევარ თენგიზ სიმაშვილის ცემის ფაქტს და მისი მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ნარეკლიშვილმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა. შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, თუ პროფესორი მისი მისამართით ცილისმწამებლურ ვარაუდებზე ბოდიშს არ მოიხდის, მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყეს. "სიმაშვილის ცილისმწამებელი განცხადებების დროს მე არ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მთავარი ამოცანაა, უმოკლეს პერიოდში ახალგორის გადასასვლელის გახსნა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მექანიზმების ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა. მისივე თქმით, გადასასვლელების  ჩაკეტვა ადგილზე მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას ქმნის. „ეს ადგილზე ქმნის საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარულ ფონს. ეს გამოიყენება, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი, რაც ცალსახად მიუღებელია. ჩვენთვის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 სოფლის სასმელი წყლით მომარაგებისათვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ მარნეულის რადიო წერს.  ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, გაჯიზქენდი, ქუთლიარი, ამბაროვკა, ალგეთის რვინის ქარხნის მეურნეობა და ქეშალო, ეს იმ სოფლების ჩამონათვალია რომელთა სასმელი წყლის მომარაგებასაც მერია გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლების წყლით მომარაგებისათვის 3 150 685 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 135 დღეში უნდა შეასრულოს. მარნეულის მუნიციპალიტეტის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების შესყიდვის ტენდერში კვლავ შპს „ვექტრამ“ გაიმარჯვა. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ვექტრასთან“ 21 100 ლარის ღირებულების ხელშეკრულება უკვე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ 2019 წლის 16 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ზემოაღნიშნულმა კომპანიამ მიიღო. შპს „ვექტრამ“ მარნეულის მერიის ტენდერშ უკვე მესამედ გაიმარჯვა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ