მარნეულის 8 სოფლის სასმელი წყლით მომარაგებისათვის მერიამ 3 150 685 ლარის ტენდერი გამოაცხადა

455

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 სოფლის სასმელი წყლით მომარაგებისათვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ მარნეულის რადიო წერს. 

ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, გაჯიზქენდი, ქუთლიარი, ამბაროვკა, ალგეთის რვინის ქარხნის მეურნეობა და ქეშალო, ეს იმ სოფლების ჩამონათვალია რომელთა სასმელი წყლის მომარაგებასაც მერია გეგმავს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლების წყლით მომარაგებისათვის 3 150 685 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 135 დღეში უნდა შეასრულოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 8 იანვარს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 24-დან 29 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.