გორში ველობილიკების მოსაწყობად 83 000 ლარი გამოიყო, სამუშაოები, ზაფხულამდე უნდა დასრულდეს

1149

გორში ველობილიკების მოსაწყობად 83 000 ლარი გამოიყო. ევროკავშირის დაფინანსებით, სამუშაოები, ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. ველო ბილიკის მთლიანი სიგრძე 4 615 მეტრ იქნება. ორმხრივი ველობილიკის დასაშვები სიგანე შეადგენს 2.4 მეტრს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

“ველო ბილიკის მხოლოდ რამოდენიმე მონაკვეთზე ხდება ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, გზის და ტროტუარის საფარი იღებება სპეციალური საგზაო მონიშვნის საღებავით. აგრეთვე გამოყენებული გვაქვს, დატვირთულ მონაკვეთებში,

ბოწკინტებით მონიშვნა, რათა ავტომობილების მძღოლებისთვის უფრო თვალსაჩინოდ იყოს, გზის ნიშნულზე დახაზული ველობილიკი და მასზე მოძრავი ველოსიპედისტი. აგრეთვე არ მოხდეს ველობილიკზე ავტომობილის თუ სხვა ტრანსპორტის პარკირება. გზის მონიშვნებზე გამოყენებულია საერთაშორისო სიმბოლოები ველოსიპედისდა მიმართულების მაჩვენებლით. გამოყენებული გვაქვს საქართველოში მომქმედი საგზაო ნიშნები,” – აღნიშნულია პროექტში.

ველობილიკი იწყება ქალაქ გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, ის გრძელდება კირიონ II ის ქუჩით, გადადის აკაკი წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც საფეხმავლო ზებრის საშუალებით ველოსიპედისტი ხვდება მოპირდაპირე, გორის ციხის მხარეს, და დავით გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით, ტროტოარზე, ველობილიკი გაივლის რუსთაველის მემორიალს და ჩერდება ლომჭაბუკის მემორიალსა და გორის ციხეს შორის, დავით გურამშვილის გამზირზე.

აქედან საფეხმავლო ზებრის საშუელებით გადადის გამარჯვების მემორიალის სკვერში, უვლის სკვერს და ჩერდება სპეციალურად განკუთვნილ პარკინგზე, ლომჭაბუკის ძეგლთან.

საფეხმავლო ზებრის საშუალებით ველოსიპედისტი გადადის მდ.ლიახვის სანაპიროს ტროტუარზე, საიდანაც ის ტროტუარის გავლით მიემართება ილია ჭავჭავაძის გამზირამდე იუსტიციის სახლისკენ.

აქედან ველოსიპედისტს შეუძლია გადავიდეს ან საფეხმავლო ზებრის საშუალებით ან მიწისქვეშა გადასასვლელის საშუალებით და მოხვდეს ე.წ. ახალ ბაღში.

ახალი ბაღის ტერიტორიაზე ველობილიკის მეშვეობით გახვალთ გურამიშვილის ქუჩაზე ძველ ხიდამდე. ამჟამად, მერია სანაპიროს აკეთებს ძველსა და ახალ ხიდს შორის. ამ სანაპიროს გავლით გადიხართ ჭალის დასახლებაში, რომელაშვილების ქუჩაზე.

ძმები რომელაშვილების ქუჩიდან ველობილიკი მიუყვება ქუჩას, გზის ფარგლებშ, გამოყოფილი საგზაო საღებავით და საგზაო ბოწკინტებით, ის უხვევს თამარ მეფის გამზირზე , და მიდის თამარ მეფის გამზირის ბოლომდე. ხოლო ერთი განშტოება, ქ.გორი მერიიდან , გადის ჭალის დასახლებაში , ახალ სტადიონებთან , სადაც ხდება ახლი ველობილიკისთვის განკუთვნილი ასფალტის მოწყობა. ველობილიკის აღნიშნული მონაკეთი მთავრდება ველოპაკრინგით.

ველობილიკის მარშრუტი გორში