გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში და სოფელ ქესალოში გზებს მოაწესრიგებენ

796

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერასა და ქესალოში, შიდა გზების რეაბილიტაციაზე 2 002 210 ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო წინადადებების მიღება 24 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება.

მერიის ინფორმაციით, გზების სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება სოფელ ფოლანდაანთკარშიც. აქ სატენდერო წინადადებების მიღება 26 იანვარს იწყება და 31 იანვარს სრულდება.

“აღნიშნულზე სამშენებლო ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სამუშაოების ჯამური ღირებულება 885 497 ლარია”, – ამბობენ მერიაში.

როგორც მერიაში განმარტავენ, შიდა გზების რეაბილიტაცია ტენდერის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება.