ნაძალადევის რაიონში 9 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო და 34 მისამართზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.
კერძოდ, გამგეობის ცნობით, ფიტნეს ზონები ზღვის უბნის მე-10 კვ. N36ა კორპუსის მიმდებარედ; ზღვის უბნის მე-10 კვ. N32 კორპუსის მიმდებარედ; ზღვის უბნის მე-4 კვ. N7 კორპუსთან; ზღვის უბნის მე-3 მ.რ მე-4 კვ. N56 კორპუსის მიმდებარედ; ზღვის უბნის მე-2ა მ.რ N225 კორპუსის მიმდებარედ; ცინცაძის ქუჩა N94-თან; ფილიას ქუჩა N10-ის მიმდებარედ; სანზონა N4 კორპუსთან; ზიგზაგის ქუჩის ბოლოში მოეწყო. თ
“ითოეულ ლოკაციაზე კაუჩუკის მოედანზე 10 სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. ცხრა ახალი ფიტნეს ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 158 062 ლარი დახარჯა”, – აცხადებენ გამგეობაში.
ასევე, მათივე ინფორმაციით, 34 მისამართზე სხვადასხვა სახეობის 195 ნერგი დაირგო
როგორც გამგეობაში განმარტავენ, დარგულ ნერგებს შორის: ოლიანდრა, მტირალა ტირიფი, კვიპაროსი, იტალიური ფიჭვი, ევროპული მუხა და ირმის რქაა. გამწვანების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 89 411 ლარი დახარჯა.