ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალი 6 კილომეტრიანი გზა დააკავშირებს

1373

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების წინსოფელისა და ჭილოვანის, მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი  ავრცელებს.

ფონდი 6 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას 2020 წლის თებერვალში დაასრულებს. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და წყალამრიდი მილები.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას.

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.