ფოთში ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

598

ქალაქ ფოთში აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს: არსებულ სანიაღვრე არხებს შორის 2 კამერიანი სარეგულაციო რეზერვუარის მოწყობას, რომლის პირველ კამერას ექნება სალექარის ფუნქციები; არსებული სანიაღვრე არხებიდან სარეგულაციო რეზერვუარამდე მიმყვანი არხების მოწყობას; ავანკამერის მოწყობას ჩაძირული ტუმბოებისათვის; არსებული სატუმბი სადგურის შენობის რეკონსტრუქციას მასში მართვის პულტის მოწყობის მიზნით; ზღვის ტალღებისგან ტერიტორიის დამცავი შპუნტოვანი კედლის მოწყობას; სანიაღვრე წყლების უშუალოდ ზღვაში ჩაგდების მიზნით,სადაწნეო მილსადენების მოწყობას მილსადენების ბოლოების შპუნტოვან კედელზე დამაგრებით; შპუნტოვანი კედელთან (ზღვის მხარეს) სანიაღვრე და ზღვის წყლების ენერგიის ჩამქრობი რისბერმის მოწყობას; სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობას;

“პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ძლიერი წვიმების დროს ქუჩების დატბორვის თავიდან ასაცილებლად”, – განმარტავენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 1 047 442 ლარს შეადგენს და იგი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

https://www.facebook.com/766930780029667/photos/a.812780258778052/2832499096806148/?type=3&theater