ბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „Isuzu“-ს მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება. ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება: N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“ N62 - სადგურის მოედანი...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. “საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო...
ბათუმში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მასშტაბური პროექტები ხორციელდება.  "ბათუმის წყალში" აცხადებენ, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე წყალარინების ახალი კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამუშაოებს ბათუმის მერიის დაკვეთით, შპს „გზა“ ახორციელებს. მათივე ცნობით, კიდევ ერთი ქუჩა ბათუმში, სადაც წყალარინების 400 მმ. ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს ლეონიძის ქუჩაა. პროექტი ბათუმის მერიის დაკვეთით ხორციელდება და აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს. თევრად გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება. გორის მერიის ცნობით, პროექტებს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში წინასწარ შედგენილი გრაფიკით 21 იანვრიდან დაიწყება. მუნიციპალიტეტში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. „პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის სისტემები...
დაბა სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და რეაბილიტაციისთვის ოთხ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „იკორთა 2007″ აწარმოებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს...
შემდეგი სტატია მესტიაში ელექტროენერგიაზე მოსალოდნელი გადასახადებისა და ე.წ. ბიტკოინების წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფის გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. ამის შესახებ ipress.ge წერს. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, მესტიაში ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა პრობლემები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ხშირია ძაბვის ვარდნა, რამაც მათი თქმით საოჯახო ელექტროტექნიკა დააზიანა, პრობლემები შეუქმნა ტურისტულ სეზონს. საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ე. წ. ბიტკოინების უკანონო ჩართვების გამო ხდება. ადგილობრივები იმასაც...
წინა სტატია შემდეგი სტატია ადგილობრივების ინფორმაციით, „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მოსახლეობასა და დაცვის სამსახურის „გისსონის“ თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, კარავი, სადაც პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ „გისსონის“ თანამშრომლებმა დაარბიეს. „ჩვენ გუშინ დავაანონსეთ პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება. დღეს დილით გამოჩნდნენ დაცვის სამსახურის „გისსონის“ თანამშრომლები, რომლებმაც ჩვენი კარავი დაანგრიეს, ჩვენს მეზობლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. დაპირისპირების შედეგად დაშავებული მოქალაქის მამუკა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ახალი სათავე ნაგებობა კეთდება. გარდა ამისა, 2020 წელს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სოფელ არაშენდაშიც იგეგმება. ბობნევში წყლის ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სასმელი წყლის სათავესთან გაკეთდება 50-ტონიანი რეზერვუარი, რომელსაც შიდა ქსელით დაუკავშირებენ სოფლის მცხოვრებთა ოჯახებს. სოფელი ბობნევი მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს. დაშორება ყველა დიდი...
ახალქალაქში, XVI საუკუნის ციხის რეაბილიტაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, კონცეფციის მონახაზი მზად აქვს. შემდეგი ეტაპი - ციხის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებია, რომელიც გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოებისთვის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება: „ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, გაზაფხულიდან კი დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც დავიწყებთ სარესტავრაციო სამუშაოებს“. ნიკოლოზ ანთიძე იმედოვნებს, რომ სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება...
წინა სტატია შემდეგი სტატია "ანას ბაღს" არანაირი პრობლემა არ ექმნება, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ანას ბაღთან" დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, მერია მზად არის, ბაღის რეაბილიტაცია განახორციელოს. „მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ვიცი ყველა დეტალი. არანაირი პრობლემა „ანას ბაღს" არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში არც ერთ სკვერს, არც ერთ ბაღს...
გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. გორის მერიის ცნობით, პროექტის სატენდერო ღირებულება, რომელიც 1,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 665 080 ლარია. გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. „წინადადებების მიღების ვადა 26 - დან 31 იანვრამდე გრძელდება. ტენდერის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს. გზის აღნიშნულ მონაკვეთს რამდენიმე წელია...
ქუთაისში მიმდინარე წელს 10 სკვერი მოეწყობა. ქალაქის მერიამ  8 სკვერის მოწყობაზე ტენდერები უკვე გამოცხადდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. მერიის ინფორმაციით,  2 ახალი სკვერი ნიკეას ქუჩის 44ა-ს მიმდებარედ და კოსტავას ქუჩის დასაწყისში მოეწყობა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 30 იანვარს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება, სატენდერო პირობების თანახმად, ნიკეას სკვერზე 143`398.00 ლარია, ხოლო კოსტავას ქუჩის დასაწყისში მოსაწყობი სკვერის სამუშაოებზე 75 116 ლარი...
თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. როგორც კალაძემ განაცხადა, მისი მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები 800-მდე ოჯახს დაუკანონდა. „ეს იყო წინასაარჩევნოდ ჩემი დაპირება, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმარებოდით, ხელს შევუწყობდით. მათ ჰქონდათ წლების განმავლობაში გარკვეული პრობლემები, მათ შორის ბიუროკრატიული, შეიძლება საბუთების მოგროვების თვალსაზრისითაც. გამგეობისა და მუნიციპალიტეტის სრული ჩართულობით, 800-ზე მეტ ოჯახს უკვე მიეცა შესაძლებლობა, ის ბინები, რომელშიც ისინი ათეული...
წინა სტატია შემდეგი სტატია ლაგოდეხის თვითმმართველობამ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები დაარღვია, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. "2017-2018 წლებში ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის საბიუჯეტო განაცხადის ფორმები, ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით არ გაუგზავნია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებები და მომუშავეთა რიცხოვნობის ზღვრული მოცულობები ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, საჭიროებიდან გამომდინარე დგინდებოდა....
პირველად გურჯაანში ეკონომიკური, მათ შორის, ტურისტული  განვითარების გეგმა შემუშავდა. მუნიციპალიტეტის მერიის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შედგენილია ასევე სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურად გაწერილ 18 პროექტს, რომლის სრული ბიუჯეტი შეადგენს 45 მილიონ 971 ათას ლარზე მეტს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის დახმარებით პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, ეკონომიკური განვითარების გეგმა შეიმუშავა, რომელიც მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, დასაქმების და მცირე ბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მერიაში განმარტავენ, რომ ყველაზე მეტი თანხა ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯება. ჩამოყალიბებული მიზნებიდან გამომდინარე ფულადი სახსრები გადანაწილებულია შემდეგნაირა: მევენახეობა მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციისთვის დაიხარჯება თანხის 2.6%, ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად -87.8%, მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის – 9.6%. მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის, საგარეო ურთიერთობების,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ლაგოდეხის თვითმმარველობამ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ. 142.7 ათასი ლარი გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს 2017-2018 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით სულ 142.7 ათასი ლარი აქვთ მიღებული. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ