თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა

508

ბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „Isuzu“-ს მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება.

ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:
N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მე-4 მიკრორაიონი
N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება
N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი
N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი
N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე
N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება
N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა
N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი

კალაძის თქმით, მალე თბილისს ახალი 18-მეტრიანი ავოტბუსებიც შეემატება, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში კი მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შეძენას აპირებს.

უახლოეს მომავალში თბილისს „Isuzu“-ს მარკის კიდევ 40 ავტობუსი შეემატება. გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში სულ 220 ერთეული „Isuzu​“ და 90 ერთეული „MAN“-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა.