გორის მერია: ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება

1266

გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

გორის მერიის ცნობით, პროექტის სატენდერო ღირებულება, რომელიც 1,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 665 080 ლარია. გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

„წინადადებების მიღების ვადა 26 – დან 31 იანვრამდე გრძელდება. ტენდერის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთს რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. დაზიანებული გზის საფარი გადადგილებისას პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს ასავე ფეხით მოსიარულეებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.