სკრის დევნილთა დასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ამჟამად, დასახლებაში შიდა გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწესრიგება მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. დევნილთა დასახლება გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრიდან რამდენიმე კილომეტტრში მდებარეობს. ეს დასახლება 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ არსებობს. აღნიშნულ დასახლებაში დაახლოებით 86 ოჯახი ცხოვრობს (მათ შორის 102 ბავშვი, 2015 წლის მონაცემებით). მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველი პირია.
წინა სტატია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია აქციის დროს ბილწსიტყვაობის გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.  პარტიის "თავისუფალი საქართველო" თანათავმჯდომარე ამას მისი დაშინების მცდელობად მიიჩნევს და და აცხადებს, რომ ხელისუფლებიას მისი პერფომანსები ყელში ამოუვიდა და ამ ფორმით ცდილობენ, ამ საქმიანობაზე ხელი ააღებინონ. "დამაჯარიმეს 500 ლარით, თურმე ვიგინებოდი, თან უმისამართოდ.  პოლიციელების განცხცადებით, თურმე გამვლელებს ვაგინებდი......
წინა სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო გზების დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგება, მას შემდეგ რაც დასრულდება წყალარინების (კანალიზაციის) დაქსელვითი სამუშაოები. ეს განცხადება მერიის პრესსამსახურში პარტია „ლელოს“ ბრალდებების საპასუხოდ გაკეთდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. „ზუგდიდში მიმდინარეობს წყალარინების დაქსელვის სამუშაოები, როგორც კი პროცესი დასრულდება, მოხდება დაზიანებული ადგილების სრულად აღდგენა. ინფორნაციისთვის მინდა გითხრათ, რომ პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის ქალაქის 45 ქუჩაზე ასფალტის საფარი სრულად...
სტატიის გაგრძელება „ლელოს“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლებას გულგრილი დამოკიდებულება აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ და ხშირად საარჩევნოდ იყენებს. მან გულგრილობის და დროში გაწელილი პროექტის მაგალითად ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა მოიყვანა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, ორი წელია სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, სადაც ყოველდღიურად სვანეთის მიმართულებით მოძრაობენ ტურისტები, მძიმე მდგომარეობაშია. „ლელოს“ წარმომადგენლის თქმით, საეჭვოდ გაიწელა დროში სარეკონსტრუქციო სამუშაოები,...
წინა სტატია შემდეგი სტატია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში მესტიის მუნიციპალიტეტმა საჯარიმო სანქციები 16 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის გაავრცელა. აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით კი, მიწოდების ვადების დარღვევისათვის დარიცხულმა სანქციამ მხოლოდ 29.3 ათასი ლარი შეადგინა. როგორც აუდიტი წერს, საჯარიმო თანხის არაადეკვატურად მცირე მოცულობა განაპირობა იმან, რომ მუნიციპალიტეტი მიწოდების ვადის დარღვევისათვის საჯარიმო სანქციას ძირითადად განსაზღვრავდა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. "ჯარიმების სიდიდე,...
დედაქალაქში, კერძოდ, ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მულტიფუნქციური ცენტრით ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. მისივე თქმით, ანალოგიური კომპლექსების მშებელობა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც იგეგმება. „ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ყველა რაიონში ანალოგიური მულტიფუნქციური კომპლექსები გაჩნდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია...
წინა სტატია შემდეგი სტატია გადავადებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯარიმები, რომლებიც მესტიის მერიამ კომპანიებს არ დაუწესა, - საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, სადაც წერია რომ მესტიის მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის გაფორმებული 74 ხელშეკრულებიდან, ობიექტების მიწოდების ვადები გაზრდილია 30 ხელშეკრულებისათვის, რომელთა...
video
18 თებერვლიდან 45 დღის განმავლობაში, ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის მონაკვეთიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. გზის გადაკეტვის მიზეზი ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. ამ პერიოდის განმავლობაში  ტრანსპორტი ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დასრულდა. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. „საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის, გარე განათების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა პროექტები დაასახელეს. 2020...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს 25 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის. ეკომიგრანტი...
წინა სტატია დღეს, 18 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სხდომა ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.  5 თვის წინ, 2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართალომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმა დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. "სასამართლომ დააკმაყოფილა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა დისკრიმინაცია. იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, შვიდი...
შემდეგი სტატია მესტიის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება ვერ უზრუნველყო, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2017-2018 წლების შემოსულობებმა − 26,394.0 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 24,307.8 ათასი ლარი შეადგინა. "2017 წელს გადასახდელების გეგმის საკასო შესრულება 78%-ია. დაგეგმილ პარამეტრებს არ შეესაბამება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის მაჩვენებელი. კერძოდ, ბიუჯეტით...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერეს. უწყების ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებისა და რეინჯერების 2020...
video
ბათუმში, ანაგის ქუჩაზე უკონტროლო მშენებლობები მიმდინარეობს და დარღვეული საზოგადოებრივი სივრცე. ქუჩა ტროტუარის და პარკინგის გარეშეა. მის გამო, რომ ბათუმის მერიამ ფეხით მოსიარულეებზე არ იფიქრა და წინ კერძო ბიზნესის ინტერესი დააყენა, დღეს ქვეითები პრობლემების და საფრთხის წინაშე არიან. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. სიუჯეტში ნათქვამია, რომ ამგვარ დარღვევებში ოპოზიცია კერძო ინტერესებსა და კორუფციულ გარიგებებს ხედავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო...
მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, თბილისის საპარკინგე სისტემა “თბილისი პარკინგმა” ჩაიბარა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია უწევს ოპერირებას. 2 წლის განმავლობაში რა შეიცვალა საპარკინგე სისტემის მიმართულებით, რაც “სითი პარკი” ბაზრიდან გავიდა, თემაზე ბიზნეს მედია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა. “2018 წლის 10 აპრილიდან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისი პარკინგის სისტემის ადმინისტრირება ჩვენს კომპანიას დაევალა....
video
ქუთაისში რუსთაველის ხიდთან, ნიკიტინის ქუჩაზე, საავტომობილო გზასთან ერთად სკვერის მოწყობაც იგეგმება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ქუთაისში ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენლად ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 000 ლარია, რომელშიც ნიკიტინის ქუჩაზე მოსაწყობი სკვერის გარდა, ვაჟა ფშაველას ქუჩა N58-თან არსებული სკვერისა და აღმაშენებლის გამზირის N125-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობაც შედის. ნიკიტინის ქუჩაზე ახალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ