სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში მესტიის მუნიციპალიტეტმა საჯარიმო სანქციები 16 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის გაავრცელა.
აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით კი, მიწოდების ვადების დარღვევისათვის დარიცხულმა სანქციამ მხოლოდ 29.3 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც აუდიტი წერს, საჯარიმო თანხის არაადეკვატურად მცირე მოცულობა განაპირობა იმან, რომ მუნიციპალიტეტი მიწოდების ვადის დარღვევისათვის საჯარიმო სანქციას ძირითადად განსაზღვრავდა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
“ჯარიმების სიდიდე, დაბალი განაკვეთის გამო, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის პრევენციას. აღნიშნულით საწარმოებს ექმნებოდათ შესაძლებლობა, მიწოდების ვადის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაშიც კი, მინიმალური დანახარჯებით შეესრულებინათ სახელშეკრულებო პირობები”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
ინფორმაცია დარიცხული საჯარიმო სანქციების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №2:
სახლმწიფო აუდიტი სამსახურის დასკვნის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული საჯარიმო სანქციების მოცულობამ, რომელიც არ შეესაბამება გავრცელებულ საუკეთესო პრაქტიკას, ვერ განაპირობა მისი ინტერესების სათანადო დაცულობა და მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენცია. სამუშაოები მუნიციპალიტეტს მიეწოდებოდა დაგვიანებით და მოსახლეობა დროულად ვერ იღებდა შესაბამის პროდუქტს.