სკრის დევნილთა დასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ამჟამად, დასახლებაში შიდა გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწესრიგება მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
დევნილთა დასახლება გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრიდან რამდენიმე კილომეტტრში მდებარეობს. ეს დასახლება 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ არსებობს.
აღნიშნულ დასახლებაში დაახლოებით 86 ოჯახი ცხოვრობს (მათ შორის 102 ბავშვი, 2015 წლის მონაცემებით). მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველი პირია.