18 თებერვლიდან 45 დღის განმავლობაში, ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის მონაკვეთიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
გზის გადაკეტვის მიზეზი ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია.
ამ პერიოდის განმავლობაში ტრანსპორტი ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს.