ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებული გზები წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ შეკეთდება

732

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო გზების დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგება, მას შემდეგ რაც დასრულდება წყალარინების (კანალიზაციის) დაქსელვითი სამუშაოები. ეს განცხადება მერიის პრესსამსახურში პარტია „ლელოს“ ბრალდებების საპასუხოდ გაკეთდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ზუგდიდში მიმდინარეობს წყალარინების დაქსელვის სამუშაოები, როგორც კი პროცესი დასრულდება, მოხდება დაზიანებული ადგილების სრულად აღდგენა. ინფორნაციისთვის მინდა გითხრათ, რომ პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის ქალაქის 45 ქუჩაზე ასფალტის საფარი სრულად აღდგენილია“, – განუცხადეს „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიაში.

„ლელოს“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლებას გულგრილი დამოკიდებულება აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ და ხშირად საარჩევნოდ იყენებს. მან გულგრილობის და დროში გაწელილი პროექტის მაგალითად ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა მოიყვანა.

მისი სიტყვებით, სამუშაოები საარჩევნოდ იწყება შეგნებულად, რათა შექმნან აღმშენებლობის ილუზია და შეეცადონ გავლენის მოპოვებას საარჩევნო განწყობებზე.