ქუთაისის მერიასთან აქციაზე ბილწსიტყვაობისთვის გოგი წულაია 500 ლარით დააჯარიმეს

938

წინა სტატია

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია აქციის დროს ბილწსიტყვაობის გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. 

პარტიის “თავისუფალი საქართველო” თანათავმჯდომარე ამას მისი დაშინების მცდელობად მიიჩნევს და და აცხადებს, რომ ხელისუფლებიას მისი პერფომანსები ყელში ამოუვიდა და ამ ფორმით ცდილობენ, ამ საქმიანობაზე ხელი ააღებინონ.

“დამაჯარიმეს 500 ლარით, თურმე ვიგინებოდი, თან უმისამართოდ.  პოლიციელების განცხცადებით, თურმე გამვლელებს ვაგინებდი… ეს არის მცდელობა რომ დამაშინონ, ხელი ამაღებინონ პერფომანსების კეთებაზე, რაც ძალიან აღიზიანებთ მათ. კარგია, რომ ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეშინია ჩემი და შეშინებულმა რომ კიდევ  სხვა ვინმე დააშინოს, ეს შეუძლებელია,”- განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიამ მერიასთან შეშა 13 თებერვალს მიიტანა. წულაია პერფორმანსით – “მოდით და გათბით”, ქალაქში ბუნებრივი აირის შეწყვეტას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები მერიის წინ სიმბოლურად ცეცხლის დანთებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ პერფორმანსის ჩატარების უფლება პოლიციამ არ მისცა, რამაც წულაიას გაღიზიანება გამოიწვია.

ეს არ არის სასამართლოს მხრიდან წულაიას პირველი დაჯარიმების შემთხვევა. ის, მიმდინარე წლის სამ იანვარს, ბუჩქებზე “პოლიტიკური სათამაშოების” დაკიდების გამო 1 000 ლარით დააჯარიმეს.