შემდეგი სტატია
საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილ გადაცდომებზე ფულადი ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული არსებული ჯარიმების მიუხედავად, ფიზიკური/იურიდიული პირები გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით მაინც ანაგვიანებენ და არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს.
კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.
„ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს...
ქუთაისში დღეიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის. პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის ქალაქის 60% 24-საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ, გიგა მანდარია ქუთაისში ჩავიდა და ის ქუჩები დაათავლიერა, სადაც ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოებისას რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა.
პროექტის კონტრაქტორს მითითებები მიეცა, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად დაასრულოს. ამ დროისთვის შეფერხებები აღმოფხრვილია. დამატებით, ახალი აბონენტების და ქალაქის სრულად წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად...
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 23-29 თებერვალს საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე შეიცვლება: ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა; ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.
თაქთაქიშვილის ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით.
არაყიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შეიძლება გაგრძელდეს, როგორც რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად, ასევე...
ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და ათეა-ს შორის თანამშრომლობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:
• კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
• ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
• საინფორმაციო, მეთოდოლოგიური და სხვა სახის...
სტატიის გაგრძელება
ჩქარსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“ ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა.
ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩინეთის შვიდივე მოქალაქემ საქართველოს საზღვარზე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. შემოწმების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს ვირუსის...
წინა სტატია
რადიო „მარნეულის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდგომ მარნეულის მერიამ წითელსოფლიდან ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენების გატანა დაიწყო.
წითელსოფლელმა არამ აკოფიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახულია, თუ როგორ გააქვს სპეციალურ სამსახურს ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენები სოფლის ტერიტორიიდან.
როგორც გამოცემა წერს, 17 თებერვალს, რადიო „მარნეულის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო, რომ სახიფათო ნარჩენები წითელსოფლიდან მარნეულის მერიას 6 თვეზე მეტია არ გაჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის...
გურჯაანის სამხატვრო სკოლა 2020 წელს 36 300, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი კი 45 500 ლარით დაფინანსდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გაერთიანებიდან გამოყოფის შემდეგ ცალკე ა(ა)იპ-ებად ჩამოყალიბებული ორგანიზაციების სუბსიდია გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
დეპუტატებმა ასევე 2020 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გასული წლის ბიუჯეტიდან შემორჩენილი ნაშთის ასახვას დაუჭირეს მხარი.
57 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე გადანაწილდა. ამ თანხით მერია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს შეიძენს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2020 წელს მარენულის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები 13 სკოლაში განხორციელდება.
რადიო „მარნეულის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში მარნეულის მერია აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან კონსულტაციის შესაბამისად დაიგეგმა.
სკოლების უმრავლესობაში ძირითადად სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლაა დაგეგმილი.
გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალსა და მასში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული სამუშაოების სიას:
ქალაქ მარნეულის N8 საჯარო სკოლა- შიდა კარებებისა და დერეფნის ფანჯრების შეცვლა.
სოფელ...
ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ ქვეყნის განვითარებისთვის, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბათუმში „ახალგაზრდობის ფორუმის“ მონაწილეებს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ახალგაზრდული ფორუმი“ არის საუკეთესო პლატფორმა, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხში ჩაერთონ ახალგაზრდები.
„ამ პროცესში თქვენი, ახალგაზრდების ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვენ ხართ...
წინა სტატია
გორში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩაზე, უკვე დასრულებულია და სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიხსნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ შენობა გასახსნელად მზადაა და მხოლოდ თარიღია დასაზუსტებელი.
“ყველაფერი მზადაა, ვაპირებთ, რომ ეს ობიექტი თვის ბოლომდე გავხსნათ. ზუსტი თარიღის შესახებ უწყებაში ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, - განმარტავენ...
ოზურგეთის მერია აპირებს, რომ 8 მარტს გამართოს ღონისძიება, რა დროსაც 40 ქალს საჩქრად მიქსერებს გადასცემს. ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე უკვე გამოქვეყნებულია. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა)....
ადიგენის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების შეძენა/დამონტაჟებისთვის მერიამ 120 360 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტრენაჟორები სოფელ არალში, ქვემო ენთელში, ლელოვანში, მოხეში, ბენარასა და მლაშეში დამონტაჟდება.
ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის წინადადებების მიღება 26 თებერვლიდან დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტების 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, რაზეც დასკვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა, გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარე წლის 14 თებერვლას დაიწყო. საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ გამოძიება აუდიტის სამსახურის წერილის და თანდართული მასალების საფუძველზე დაიწყო.
"ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2017-2018 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა გაიყიდება და ამაზე უკვე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ამის შესახებ გახარიამ ბათუმის ამხლობლად “ოცნების ქალაქის” მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ...
"ლელომ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა ინიციატივით, ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი ეწოდოს. თავის მხრივ საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს და უკვე სრულდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით განცხადება „ლელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თენგიზ ქოჩუამ შეიტანა. გარდა ამისა, პარტია ხელისუფლებას იმის გამო საყვედურობს, რომ ეროვნული გმირების სახელების უკვდავყოფა არ ხდება.
"გვინდა ამით ვუკვდავყოთ მარო მაყაშვილის სახელი....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































