გორის სასწრაფო დახმარების სამსახური ახალ შენობაში თვის ბოლომდე გადავა

915

წინა სტატია

გორში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩაზე, უკვე დასრულებულია და სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიხსნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ შენობა გასახსნელად მზადაა და მხოლოდ თარიღია დასაზუსტებელი.

“ყველაფერი მზადაა, ვაპირებთ, რომ ეს ობიექტი თვის ბოლომდე გავხსნათ. ზუსტი თარიღის შესახებ უწყებაში ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია, პროექტის ღირებულება კი 430 945 ლარია.