ქუთაისში დღეიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის. პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის ქალაქის 60% 24-საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ, გიგა მანდარია ქუთაისში ჩავიდა და ის ქუჩები დაათავლიერა, სადაც ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოებისას რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა.
პროექტის კონტრაქტორს მითითებები მიეცა, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად დაასრულოს. ამ დროისთვის შეფერხებები აღმოფხრვილია. დამატებით, ახალი აბონენტების და ქალაქის სრულად წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
გრიგოლ მანდარიას განცხადებით, ამ დროისთვის წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და დამატებით, ახალი აბონენტებისთვის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ვაგრძელებთ პროექტების მონიტორინგს რეგიონებში, რათა პრობლემების შემთხვევაში დროულად და კოორდინირებულად მოხდეს საკითხის ოპტიმალურ ვადებში გადაჭრა. ამჯერად, ქუთაისში დავათვალიერეთ ის ქუჩები, სადაც ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებისას ავარიულად რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და გარკვეულ პერიოდში ქალაქის ნაწილს, წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნა. პროცესს თან ახლავს შეფერხებები, თუმცა, ამ დროისთვის ვითარება გამოსწორებულია და კონტრაქტორი სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ორშაბათიდან უკვე გრაფიკიდან უწყვეტ წყლის მიწოდებაზე დამატებით 30 ათასი მომხმარებელი გადავა. ჩვენ უკვე პროექტის ბოლო ეტაპზე ვართ. ამ დროისთვის, 60 %-ზე მეტი ჩართულია ახალ ქსელში. ძალიან მალე, ყველა ქუჩას, დასახლებასა და მთელ ქალაქს ახალი ინფრასტრუქტურა მოემსახურება და 24 საათიანი წყლის მიწოდება ექნება ’’, – განაცხადა გიგა მანდარიამ.
სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 92 მილიონი ლარი მოხმარდა.