2020 წელს მარენულში 13 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება

931

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2020 წელს მარენულის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები 13 სკოლაში განხორციელდება.

რადიო „მარნეულის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში მარნეულის მერია აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან კონსულტაციის შესაბამისად დაიგეგმა.

სკოლების უმრავლესობაში ძირითადად სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლაა დაგეგმილი.

გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალსა და მასში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული სამუშაოების სიას:

  • ქალაქ მარნეულის N8 საჯარო სკოლა- შიდა კარებებისა და დერეფნის ფანჯრების შეცვლა.
  • სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლა – სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა.
  • სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა- სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა.
  • სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლა- კარ-ფანჯრების შეცვლა და ახალი ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი.
  • სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა – სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა.
  • სოფელ თაზაკენდის N2 საჯარო სკოლა – სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა.
  • სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა – სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა.
  • ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლა – შიდა კარების შეცვლა.
  • სოფელ ყულარის საჯარო სკოლა – (ქვემო ყულარში მდებარე შენობის) სახურავის შეცვლა, კარ-ფანჯრების შეცვლა.
  • სოფელ შაუმაინის #1 საჯარო სკოლა- I კორპუსში მდებარე შენობის სახურავის შეცვლა, მეორე კორპუსში – შიდა კარების შეცვლა.
  • სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლა- სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა.
  • სოფელ კირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლა-გათბობის სისტემის მონტაჟი.
  • სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის საპირფარეშოს მშენებლობა.

მარნეულის მერიისაგან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წელს 2019 წლის 4 გარდამავალი პროექტის, კიროვკის სკოლაში საპირფარეშოს მოწყობის, საიმერლოს სკოლაში ეზოს კეთილმოწყობის, მარნეულის N6 სკოლაში ეზოს შემოღობვისა და მარნეულის N3 სკოლაში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობის დასრულებაა დაგეგმილი.