წინა სტატია
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა.
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა...
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია დროებით, 11 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით ზღუდავს მოქალაქეთა მიღებას. ამის შესახებ განცხადებას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ განცხადებები ჩვეულებრივ ჩააბარონ მოქალაქეთა მიღების ბიუროში - ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე (ხაშური, ტაბიძის ქ. N2) ყოველ სამუშაო დღეს 9-დან 18 საათამდე, დარეკონ ტელეფონზე: 24 21 35, ან დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@khashuri.gov.ge"...
ბარცხანაში, ნონეშვილის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და ზეთის ქარხნის ქალაქგარეთ გადატანა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლებია საწარმოს მუშაობით გამოწვეული ხმაური აწუხებთ. ასევე ჰაერში ხშირად მძაფრი სუნია, რასაც ქარხნის მუშაობას უკავშირებენ. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
''ეს პრობლემა დაახლოებით 10 წელია გვაწუხებს. ბავშვები არ გამოგვყავს გარეთ. ვიხრჩვებით. აჭარაში ყველა მეორე ადამიანს ბრონხები აწუხებს და პირდაპირ აღნიშნულ საკითხს ურტყამს. გაყიდიან, ახალი...
გორში, ცხინვალის გზატკეცილიდან შსს -ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მერიის ინფორმაციით, 300 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 149 012 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
წლებია გზის აღნიშნულ მონაკვეთს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.
პრემია გაიცემა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას.
უწყების ცნობით,...
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, გზების ასფალტ- ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჯერად ასფალტ-ბეტონის საფარი ლაღიძის ჩიხში იგება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლატექსი” ასრულებს.
მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 22 475 მ. გზა დაიგება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ხობში მრავალბინიან კორპუსებსა და კერძო სახლებში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს.
„პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოიფხვრება დანაკარგები. შედეგად, ხობში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახი, გრაფიკიდან სტაბილურ წყალმომარაგებაზე აპრილიდან გადავა.
სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 618 000 ლარი მოხმარდა.
ხობში წყალმომარაგების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სრულიად ახალი წყლის სისტემა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში დედაქალაქში გეოლოგიურად საშიში არეალები დააზუსტა.
როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გეოლოგიურად საშიშ ზონებში მერია მშენებლობის ნებართვებს არ გასცემს.
„გამომდინარე იქედან, რომ თბილისი მოწყვლადი ტერიტორიაა, თავიდან ვიცილებთ იმ საშიშროებებს, რომელიც გეოლოგიურად საშიშ ზონებში დაგეგმილ მშენებლობებს მოჰყოლოდა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გეოლოგიურად საშიშზონებში არ გავცეთ მშენებლობის ნებართვები და ყველანაირი პრევენცია მოვახდინოთ. მაგალითად, შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყერი...
„ივერთუბნის“ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის სამუშაოები დაიწყება.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში, „ივერთუბნის“ დასახლება იყო, რომელიც ნაწილობრივ დასახლებულია, მაგრამ არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ეტაპობრივად აშენებს. ეს არის ტერიტორია, სადაც წყალარინების სისტემა არ არსებობს.
მერიამ პრობლემია მოგვარებაზე მუშოაბა დაიწყო და სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) დახმარებით, უკვე დამუშავებულია დეტალური პროექტი, რომელიც ივერთუბნის...
ზონალურ-საათობრივი პარკირების შემდგომი ეტაპი საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა.
„ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე და თანაც საკმაოდ წარმატებით. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა, რისთვისაც 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაცია არის გამოყოფილი. პარკირების საშვის შეძენა სწრაფი გადახდის...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყველაფერს აკეთებს.
„უკვე რამდენიმე კვირაა, მსოფლიო შიშის ქვეშ ცხოვრობს და ამ შიშს კორონავირუსი ჰქვია. გამონაკლისი, არც საქართველოა, თუმცა მინდა, დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. იცით, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული...
თბილისის მერია თემქის ხევსა და დიღმის ჭალებში პარკების მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში მწვანე სივრცეების რაოდენობა იზრდება.
„ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული მშენებლობის დროს გამწვანებისა და ტრანსპორტის საკითხებს გავიხილავთ, რაც სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს აუცილებელი და სავალდებულო პირობაა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა, თუ არ იქნება სრულყოფილი კვლევა წარმოდგენილი...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლებში ქაოტური განაშენიანება თავიდან იქნას აცილებული.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გენგეგმის დამტკიცებიდან ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა.
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მასზე ბევრი მუშაობა მოგვიწია, ბევრი ნერვებიც დაიხარჯა, თუმცა ღირდა. თბილისის მერიამ ერთი...
თბილისის ზღვის დაბინძურების შესაჩერებლად დედაქალაქის მერია GWP-სთან ერთად ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ივერთუბნის დასახლება იყო. მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო ყველაფერი თბილისის ზღვაში ჩაედინებოდა.
„ჩვენმა მუნიციპალურმა სამსახურებმა ძალიან ბევრი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ დაედგინათ თუ საიდან მოდის პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. ერთ-ერთი...
პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა, გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე მეწარმეებს მოუწოდებს, სანამ მათი შემოწმება და დაჯარიმება მოხდება, პოლიეთილენის პარკების გამოყენება ხმარებიდან ამოიღონ და ის ბაზარზე არსებული ალტერნატიული პარკებით ჩაანაცვლონ.
„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ეკოლოგიურ მდგომარეობას, მის გამოსწორებას. ეკოლოგიური მდგომარეობა ვერ გამოსწორდება მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნით. ძალიან მნიშვნელოვანია...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 1-ელი ეტაპის მოასფალტების სამუშაოები სრულდება. რკინიგზის სადგურიდან უფლისციხის მუზეუმის გზამდე ახალი ასფალტი დაიგო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მატარებლით ჩასულ ტურისტებს, განსაკუთრებით ნალექიანი
ამინდების შემდეგ, კომფორტულად მოუწევთ მუზეუმამდე გადაადგილება.
რაც შეეხება სოფლის შიდა, ცენტრალური გზის დარჩენილ ნაწილს, გორის მერიამ რკინიგზის სადგურიდან სასაფლაომდე არსებული გზის მოასფალტებისთვის, პროექტის შესაძენი თანხა გამოყო.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































