თბილისში, „ივერთუბნის“ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის სამუშაოები დაიწყება

410

„ივერთუბნის“ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის სამუშაოები დაიწყება.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში, „ივერთუბნის“ დასახლება იყო, რომელიც ნაწილობრივ დასახლებულია, მაგრამ არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ეტაპობრივად აშენებს. ეს არის ტერიტორია, სადაც წყალარინების სისტემა არ არსებობს.

მერიამ პრობლემია მოგვარებაზე მუშოაბა დაიწყო და სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) დახმარებით, უკვე დამუშავებულია დეტალური პროექტი, რომელიც ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტს ამ პროექტის განსახორციელებლად, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხები უკვე გათვალისწინებულია.

„მინდა, ჩემს მოადგილეებს, მათ შორის ირაკლი ბენდელიანს ვთხოვო, GWP-სთან ერთად დაიწყოს მუშაობა და სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდეს, რომლის ფარგლებშიც, ქსელის გარკვეული ნაწილი მოეწყობა. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება და რა თქმა უნდა, სამუშაოების წარმოება მომდევნო წელსაც მოგვიწევს. დროს ნუ დავკარგავთ. უკვე დავიწყოთ „ივერთუბნის“ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.