კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია დროებით, 11 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით ზღუდავს მოქალაქეთა მიღებას. ამის შესახებ განცხადებას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
“სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ განცხადებები ჩვეულებრივ ჩააბარონ მოქალაქეთა მიღების ბიუროში – ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე (ხაშური, ტაბიძის ქ. N2) ყოველ სამუშაო დღეს 9-დან 18 საათამდე, დარეკონ ტელეფონზე: 24 21 35, ან დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@khashuri.gov.ge” – აღნიშნულია განცხადებაში.