გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: ხობში მცხოვრები 3000-ზე მეტი ოჯახი გამრიცხველიანების შედეგად სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა

105

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ხობში მრავალბინიან კორპუსებსა და კერძო სახლებში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს.

„პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოიფხვრება დანაკარგები. შედეგად, ხობში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახი, გრაფიკიდან სტაბილურ წყალმომარაგებაზე აპრილიდან გადავა.

სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 618 000 ლარი მოხმარდა.

ხობში წყალმომარაგების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სრულიად ახალი წყლის სისტემა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.