გორში, ცხინვალის გზატკეცილიდან შსს -ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მერიის ინფორმაციით, 300 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 149 012 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
წლებია გზის აღნიშნულ მონაკვეთს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.