თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში დედაქალაქში გეოლოგიურად საშიში არეალები დააზუსტა

993

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში დედაქალაქში გეოლოგიურად საშიში არეალები დააზუსტა.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გეოლოგიურად საშიშ ზონებში მერია მშენებლობის ნებართვებს არ გასცემს.

„გამომდინარე იქედან, რომ თბილისი მოწყვლადი ტერიტორიაა, თავიდან ვიცილებთ იმ საშიშროებებს, რომელიც გეოლოგიურად საშიშ ზონებში დაგეგმილ მშენებლობებს მოჰყოლოდა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გეოლოგიურად საშიშზონებში არ გავცეთ მშენებლობის ნებართვები და ყველანაირი პრევენცია მოვახდინოთ. მაგალითად, შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და რამდენიმე წელია არსებობს. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და რამდენიმე დღეში სამუშაოებს დავიწყებთ. გვინდა განვახორციელოთ პრევენცია და ეს პრობლემა გავანეიტრალოთ, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს საშიშროება მოვუხსნათ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქში არსებული რეალობა სწორი ქმედებებით, სწორი პროექტების განხორციელებით შევცავლოთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დოკუმენტის მიღება, რომელიც ერთიანი ჩართულობით ერთი წლის წინ მოვახერხეთ. ძალიან მიხარია, რომ ქალაქს აქვს დოკუმენტი, რომლიც საშუალებითაც შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში ქალქის განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.