გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 1-ელი ეტაპის მოასფალტების სამუშაოები სრულდება. რკინიგზის სადგურიდან უფლისციხის მუზეუმის გზამდე ახალი ასფალტი დაიგო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მატარებლით ჩასულ ტურისტებს, განსაკუთრებით ნალექიანი
ამინდების შემდეგ, კომფორტულად მოუწევთ მუზეუმამდე გადაადგილება.
რაც შეეხება სოფლის შიდა, ცენტრალური გზის დარჩენილ ნაწილს, გორის მერიამ რკინიგზის სადგურიდან სასაფლაომდე არსებული გზის მოასფალტებისთვის, პროექტის შესაძენი თანხა გამოყო.