ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მელექედურის მოსახლეობამ დღეს სოფელში საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.  ადგილობრივების განცხადებით, უკვე სამი წელია მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვება ხდება, რის გამოც იცვლება მდინარის კალაპოტი, მდინარეს მიაქვს საყანე ფართობები, მწყობრიდან გამოდისა გზები და არტეზიულ ჭებში წყალი შრება. მოსახლეობა იმუქრება, რომ თუკი კომპანია" პლატინა" მდინარე ნატანებზე მუშაობას არ შეწყვეტს, სოფლის მაცხოვრებლები ცენტრალურ ავტომაგისტრალებს გადაკეტავენ და კიდევ უფრო...
წინა სტატია ქუთაისში ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი, სავარაუდოდ, 2 კვირაში გამოცხადდება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქუტურის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა განაცხადა. ინფორმაცია რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. ბექა ყურაშვილის განმარტებით, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დასრულების ეტაპზეა. ყურაშვილი აცხადებს, რომ რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება მილიონი ლარია. მისი თქმით, თანხის ზუსტი რაოდენობა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ იქნება ცნობილი. საპროექტო დოკუმენტაციას 22 990 ლარად შპს...
დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი ჩრდილოეთ ოსეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის (LEP) დაზიანება გახდა. სააგენტო "რესის" ცნობით, ეს ერთადერთი გადამცემი ხაზია, რომლითაც მათი ე.წ. რესპუბლიკა ელექტროენერგიით მარაგდება. ინფორმაციას "ენერგორესიც" ადასტურებს. "სამხრეთ ოსეთი დარჩა შუქის გარეშე. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სარემონტო ეკიპაჟები მუშაობენ მაგისტრალის იმ მონაკვეთზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ღამით მთებში თოვლი მოვიდა", - აცხადებენ "ენერგორესში". წელიწადში რამდენჯერმე, სამხრეთ...
ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს დაინტერესებული პირი-დიმიტრი ალავიძე მოაწესრიგებს. მას მიწისქვეშა გადასასვლელი პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით 5 წლის ვადით გადაეცემა. საკითხს მხარი დეპუტატებმა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.  მიწისქვეშა გადასასვლელში მოეწყობა "ანდერგრაუნდ" სივრცე, მოიხატება კედლები, დამონტაჟდება კამერები. პროექტის განხორციელების შემდეგ, მოქალაქეებისთვის გადასასვლელით სარგებლობა არ შეიზღუდება და ობიექტი 24 საათის განმავლობაში...
გორის მერიას სადეზინფექციო სამუშაოებისათვის საწამლავი აპარატები აჩუქეს, - ინფრომაციას გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს. "დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთვნენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს, გორის მერიას საჩუქრად 20 ერთეული საწამლი აპარატი ი/მ ნოდარ დემურიშვილმა სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადასცა.დეზინფექცია აქტიურად უტარდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ...
პარტია ,,ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიას ორი რეკომენდაციით მიმართავს. თეონა ჭალიძის განცხადებით, მობილიზება და კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია. ,,საყურადღებოა ამ კრიზისის დროს ის ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება აქვთ შეჩერებული და ის 8 000-მდე ადამიანი, რომელიც უფასო სასადილოთი მომსახურებას ითხოვდა და მათი განცხადებები არ იყო დაკმაყოფილებული. შესაბამისად, ისინი საერთოდ ყველანაირი მხარდაჭერის მიღმა დარჩა მერიას. მოვუწოდებ ყველა გამგეობამ ამოიღოს ეს...
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება,- ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. "დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციებისა და განკარგულებების აღსასრულებლად, მონიტორინგის ჯგუფები იქმნება. როგორც გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ასეთი ჯგუფები ჯანდაცვის, ეკონომიკის, ლოგისტიკისა და მარაგების მართვის და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართულებით, მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში გაკეთდება. „შემდეგი ნაწილი, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ასევე, რომლის მექანიზმსაც ჩვენ დღესვე შევქმნით და აქ მჯდომ ყველა ადამიანს ექნება, ეს არის აქ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების...
მთავრობამ, შესაძლოა, საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დააყენა. „დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შგევიძლია ამ ეფექტის შერბილება. რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი განზომილებაა, რომლის მართვაც საბოლოო ჯამში, იმოქმედებს, ეფექტურად გავუმკლავდებით ჩვენ ამ გამოწვევას...
საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს,- განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩევლმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია , რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა მათი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული“,-აღნიშნა ჩიქოვანმა.
გორში, სამეფოს ქუჩაზე არსებული 9 აპრილის სახელობის მემორიალზე კომპოზიციის მოწყობისა და დაღუპულთა სახელების და გვარების ამოტვიფვრის ესკიზისა და შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კონკურსის საშუალებით შედგენის შესყიდვისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 1 230 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.  "პროექტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელშიც მითითებული იქნება მემორიალისა და ძეგლის კონცეფცია, მემორიალისა და ძეგლის დამზადებაზე გამოსაყენებელი მასალის ანოტაცია, მემორიალისა და ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის...
ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელების კუთვნილ არამალფუჭებად პროდუქტებს, რომლის სახლში წაღებასაც მშობლები შეძლებენ, მომმარაგებელი კომპანია დააფასოებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფასოებული პაკეტების წაღება მშობლებს ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ. ამასთან, სააგენტოში უარყოფენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღსაზრდელებისთვის გამოყოფილი არამალფუჭებადი პროდუქტი ძალიან მცირე - 200-300 გრამის ფარგლებში იქნება. სააგენტოში არც იმას ადასტურებენ, რომ ბაღების აღსაზრდელებისთვის ყოველდღიური რაციონით გათვალისწინებული პროდუქტების ჯამური წონა ბავშვების რაოდენობაზე...
დღეიდან, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის წარდგენით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ: განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო...
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა. გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაადასტურეს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საოკუპაციო ძალების...
ქუთაისში ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებას წინასწარ შეძენილ არამალფუჭებადი პროდუქტი  აღსაზრდელებისთვის სახლში მიაქვს. "უკვე დავიწყეთ პროდუქტების დარიგება.  პირველ რიგში მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველებს მივუტანთ სახლში", – ამბობს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი. მისი თქმით, უკვე  65 პერსონალზე გაიცა პროდუქტები და დანჩენებსაც ეტაპობრივად მიუტანენ. კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღებში არდადეგები თავდაპირველად 2 მარტს გამოცხადდა და ის 16 მარტამდე  გრძელდებოდა, თუმცა, სასწავლოს პროცესმა ისევ გადაიწია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო ღონისძიებებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 60 000 ლარამდე, „თბილსერვის ჯგუფმა“ 1130 ლარი დახარჯეს, ამასთან თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოიყო. ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა დედაქალაქის მერიიდან გამოითხოვა. როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, აომელიც დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსების, მეტროს და საბაგიროს მომსახურებაზეა პასუხისმეგებელი, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ჩასატარებელი სადეზინფექციო ღონისძიებების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ