დეფაქტო სამხრეთ ოსეთი ელექტრონერგიის გარეშეა დარჩენილი

701

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი ჩრდილოეთ ოსეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის (LEP) დაზიანება გახდა.

სააგენტო “რესის” ცნობით, ეს ერთადერთი გადამცემი ხაზია, რომლითაც მათი ე.წ. რესპუბლიკა ელექტროენერგიით მარაგდება. ინფორმაციას “ენერგორესიც” ადასტურებს.

“სამხრეთ ოსეთი დარჩა შუქის გარეშე. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სარემონტო ეკიპაჟები მუშაობენ მაგისტრალის იმ მონაკვეთზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ღამით მთებში თოვლი მოვიდა”, – აცხადებენ “ენერგორესში”.

წელიწადში რამდენჯერმე, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება, ზოგჯერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ზოგჯერ კი, ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიების გამო.