ოზურგეთის სოფელ მელექედურის მოსახლეობა მდინარე ნატანებზე “კარიერების” არსებობას აპროტესტებს

662

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მელექედურის მოსახლეობამ დღეს სოფელში საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. 

ადგილობრივების განცხადებით, უკვე სამი წელია მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვება ხდება, რის გამოც იცვლება მდინარის კალაპოტი, მდინარეს მიაქვს საყანე ფართობები, მწყობრიდან გამოდისა გზები და არტეზიულ ჭებში წყალი შრება.

მოსახლეობა იმუქრება, რომ თუკი კომპანია” პლატინა” მდინარე ნატანებზე მუშაობას არ შეწყვეტს, სოფლის მაცხოვრებლები ცენტრალურ ავტომაგისტრალებს გადაკეტავენ და კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მიიღებენ:

”ადგილობრივმა ხელისუფლებამაც იცის, ყველა საქმის კურსშია, მაგრამ მაინც არ ეშველა ამ საქმეს არაფერი. მოსახლეობა  წინააღმდეგია, რომ მდინარე ნატანებზე კარიერები მუშაობდეს, მაგრამ ვითარება მაინც არ იცვლება” – განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ მელექედურში, კახა მესხიამ ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომპანია”პლატინა” – ს წარმომადგენლები დღეს ადგილზე არ იმყოფებოდნენ. .