გორის მერიას სადეზინფექციო სამუშაოებისთვის საწამლი აპარატები აჩუქეს

1096

გორის მერიას სადეზინფექციო სამუშაოებისათვის საწამლავი აპარატები აჩუქეს, – ინფრომაციას გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი “ფეისბუქზე” ავრცელებს.

“დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთვნენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს, გორის მერიას საჩუქრად 20 ერთეული საწამლი აპარატი ი/მ ნოდარ დემურიშვილმა სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადასცა.დეზინფექცია აქტიურად უტარდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გორში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს კერძოდ „ვიქტორიას“ ხელმძღვანელმა შემომთავზა საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის შენობის საკარტინო სივრცედ გამოყენება. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული მიზნით სასტუმროს შენობის გამოყენება არ გახდება საჭირო. თითოეულ მოქალაქეს მოგმართავთ თხოვნით, ვისრუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მაქსიმალურად დაიცვათ მედიკოსების ყველა რეკომენდაცია და რჩევა. გისურვებთ ჯანმრთელობას!”- წერს გორის მერი.