მთავრობამ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების დროზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

722

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება,- ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.

“დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.