ქუთაისში ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებას წინასწარ შეძენილ არამალფუჭებადი პროდუქტი აღსაზრდელებისთვის სახლში მიაქვს.
“უკვე დავიწყეთ პროდუქტების დარიგება. პირველ რიგში მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველებს მივუტანთ სახლში”, – ამბობს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი.
მისი თქმით, უკვე 65 პერსონალზე გაიცა პროდუქტები და დანჩენებსაც ეტაპობრივად მიუტანენ.
კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღებში არდადეგები თავდაპირველად 2 მარტს გამოცხადდა და ის 16 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა, სასწავლოს პროცესმა ისევ გადაიწია.