საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს,- განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩევლმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია , რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა მათი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული“,-აღნიშნა ჩიქოვანმა.