კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების აღსასრულებლად, მონიტორინგის ჯგუფები იქმნება

558

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციებისა და განკარგულებების აღსასრულებლად, მონიტორინგის ჯგუფები იქმნება.

როგორც გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ასეთი ჯგუფები ჯანდაცვის, ეკონომიკის, ლოგისტიკისა და მარაგების მართვის და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართულებით, მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში გაკეთდება.

„შემდეგი ნაწილი, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ასევე, რომლის მექანიზმსაც ჩვენ დღესვე შევქმნით და აქ მჯდომ ყველა ადამიანს ექნება, ეს არის აქ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი. ასეთი ჯგუფი გაკეთდება აქ ადმინისტრაციაში. რა თქმა უნდა, იგივე ჯგუფები, თქვენს ქვემოთ, სამინისტროებში უნდა გყავდეთ. განსაკუთრებით ამ მიმართულებებით რაც ვთქვით. ჯანდაცვა, ეკონომიკა, ლოგისტიკა და მარაგების მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.